суббота, 3 октября 2009 г.

1.პროექტის სახელი -"ჩემი პატარა საქართველო ლევილში "
2.პროექტის მოკლე აღწერა-ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა, მეცნიერთა და მწერალთა პოლიტიკური ემიგრაცია სამხედრო ოკუპაციის შემდეგ. (1921წლიდან...)
3.პროექტის სრული აღწერა -"ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე"...-პარიზთან ახლოს,დაბა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე განსვენებულ ნიკოლოზ დადიანის ეპიტაფიის ეს სიტყვები,ალბათ, ყველაზე უფრო მჭევრმეტყველურად გამოხატავს სამშობლოდან მოწყვეტილი და ბედის უკუღმართობით უცხოეთის ცის ქვეშ მოხვედრილი ქართული ეროვნული ემიგრაციის ტრაგიკულ სვეს!
4.მონაწილეთა ასაკი-16-17 წლის მოსწავლეები.
5.ვადები/ხანგრძლივობა-2 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,ცალკეული ჯგუფები კომპიუტერის მეშვეობით მოიძიებენ ინფორმაციებს საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე,არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე,მოიძიებენ ლევილის შატოს, ქართველთა საერთო სალონს,რომლის კედლები დაფარულია ქართველ ემიგრანტთა სურათებითა და ქართული ნივთებით,ლევილის ქართველთა სასაფლაოს,საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ნოე ჟორდანიას საფლავს...დაინტერესდებიან იმ ფრანგი პოეტებით,რომლებიც თავიანთი ლექსებით გამოეხმაურნენ ემიგრაციის თემას...
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას-მოსწავლეებში გაიზრდება პატრიოტული სულისკვეთება,გაუჩნდებათ ინტერესი და გამოავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.
8.სარგებელი სხვებისთვის-მოსწავლეები მშობლიური,მზრუნველი გულით მოიგონებენ სამშობლოდან იძულებით ლტოტვილ ქართველებს,რომლებმაც უცხოეთის ცის ქვეშ ჰპოვეს სამუდამო თავშესაფარიც და სამუდამო განსასვენებელი ადგილიც.
9.სამუშაო ენა-ფრანგული ენა
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან-
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
12.პროექტის ფასილიტატორი-მაია სახვაძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა-msakhvadze73@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი www.maia-3.blogspot.com